თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.
თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის – ერთიანი ელექტრონული სისტემის, tenders.procurement.gov.ge-ს მეშვეობით გამოქვეყნდა.
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.