პანკისის უხუცესთა საბჭომ ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტი შეიმუშავა 
პანკისის უხუცესთა საბჭომ ხელისუფლებისადმი მიმართვის ტექსტი შეიმუშავა 

პანკისის ხეობის სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება დასრულდა.

შეკრებას საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ხეობის ქალთა მამაკაცთა უხუცესთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

კრებაზე მიიღეს ხელისუფლების სახელზე გასაგზავნი მიმართვის ტექსტი, სადაც ამბობენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან სპეცოპერაციის ჩატარებას, მაგრამ მიუღებელია იმ ფორმებით, ჩატარება, რომელიც ადამიანის ღირსების შემლახავია, რომელიც ქალების და ბავშვების დაშინებას იწვევს.

განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ შესაბამისმა სტრუქტურამ მოახდინოს გუშინდელი სპეცოპერაციის დეტალებისა  და განსაკუთრებით  სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიება.

მიმართვას ხელს აწერენ უხუცესები და ეს მიმართვა საზოგადოებას ზაურ გომაშვილმა გააცნო.

როგორც უხუცესი საბჭოს წევრები აცხადებენ, მიმართვა დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას.

სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სუს-მა სოპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩააატარა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.