ექიმის ინფორმაციით, დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს, დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა.

როგორც ექიმმა რეანიმატოლოგმა ​​ვასილ გოტაძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, მაჩალიკაშვილს გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.