თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვალ შეხვდებიან

19:24, 01.02.2018

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი​ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვალ შეხვდებიან. ამის შესახებ პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად თბილისში ხვალ გაემგზავრება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ოჯახის ადვოკატიც.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრა მთავარმა პროკურორმა შესთავაზა.

მსგავსი