პაატა დავითაია - გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პიკეტისა და აქციების გაგრძელება მოგვიწევს
გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პიკეტისა და აქციების გაგრძელება მოგვიწევს,- ამის შესახებ პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე დღეს ისაუბრებენ.
დავითაიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია სამოქმედო გეგმას განიხილავს.
„იქნება მსჯელობა, თუ რა მიმართულებით ვიმოქმედებთ, ეს იქნება აქციები რეგიონებში, ქალაქებში, თუ სხვა. დღეს ყველა ეს საკითხები იქნება განხილული“,- განაცხადა დავითაიამ.
ამასთან, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ორ კვირაში გახდება ცნობილი, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტი.
„ჩვენ გადავეცით კანონპროექტი საერთაშირისო ორგანიზაციებს. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ველოდებით დასკვნას იმ მიმართულებით, რომ შესაბამისობაში არის საქართველოს კონსტიტუციასთან, და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, მეორე რაუნდი მოლაპარაკებების აუცილებლად იქნება“,- განაცხადა დავითაიამ.