პაატა დავითაია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას უერთდება
პაატა დავითაია აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას უერთდება

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს პარტია „პატრიოტთა ალიანსი“.

ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე, სადაც ერთობლივი განცხადება მოამზადეს,  პარტია „ევროპული დემოკრატების“ წევრმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.

„საარჩევნო სუბიექტი „პატრიოტთა“ ალიანსი უერთდება ამას, გააკეთეს მათ განცხადება და მოაწერენ ხელს“,  – აღნიშნა დავითაიამ.

განცხადების თანახმად, ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ძალადობის პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას იზიარებენ ის პარტიებიც, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.