პაატა დავითაია - უნდა გამოცხადდეს ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც მომავალში შეცვლის ხელისუფლებას, საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა იქნება შემდეგ
პაატა დავითაია - უნდა გამოცხადდეს ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც მომავალში შეცვლის ხელისუფლებას, საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა იქნება შემდეგ

მე მაქვს მარტივი საკითხი – თუ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, უნდა გამოცხადდეს ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც მომავალში შეცვლის ხელისუფლებას. საზოგადოებამ, მოქალაქეებმა – ყველამ უნდა იცოდეს, რა იქნება მერე.

„მე მაქვს კონკრეტული საკითხები, რომელსაც დღეს დავაყენებ. მე მაინტერესებს ოპოზიციის შემდგომი ქმედება. თუ ოპოზიცია არის ერთიანი, თუ ჩვენ ვატარებთ შემდგომ არჩევნებს, ისევ ასე ჩავატარებთ? ისევ ასე, დაქსაქსული ვიქნებით? ისევ ასე, ცალკე ვიბრძოლებთ ხელისუფლების წინააღმდეგ? ბევრი კითხვა მაქვს. საუბარი რაზეა, იცით? ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, უნდა ვიყოთ ერთიან საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ არ ვართ ერთიანი. რამდენი საარჩევნო ბლოკია, რამდენი პარტია ცალკე გავიდა, შედეგი არის ნული. ამიტომ ვამბობ რას – თუ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა დავსახოთ ერთიანად, როგორ ვგეგმავთ ამას, როგორი სისტემით ვაპირებთ, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება, როგორი მიდგომა იქნება, როგორი ტაქტიკა იქნება. ცალ-ცალკე ფორმატები შედეგს არ გამოიტანს. ვადამდელი არჩევნებიც რომ იყოს, იგივე შედეგი დადგება, თუ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული არ იქნება. ერთიანი გეგმა რა არის? – მანდატებზე უარის თქმა. მერე რას შვრება ოპოზიცია, ხელისუფლება რომ დააკმაყოფილებს, როცა ხელისუფლება სანქციებს გამოიყენებს, მერე? მე მაქვს მარტივი საკითხი – თუ ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი გამოცხადდეს, რომელიც მომავალში შეცვლის ხელისუფლებას. საზოგადოებამ, მოქალაქეებმა – ყველამ უნდა იცოდეს, რა იქნება მერე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.