ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ბესო ქათამაძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძეს, რომელიც საკრებულოს შენობაში შიმშილობს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„ვგრძნობდი თავის ძლიერ ტკივილს. ექიმებმა ტკივილგამაყუჩებელი აბები დამალევინეს და შიმშილობის შეწყვეტა მირჩიეს, მაგრამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებ“, – აცხადებს ქათამაძე.

ბესიკ ქათამაძეს თავის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ტვინის შერყევის დიაგნოზით ის ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბესიკ ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელში შიმშილობა დღეს დაიწყეს.