ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ოზურგეთში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ქათამაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შიმშილობას წყვეტენ და სხვადასხვა მეთოდით აგრძელებენ ბრძოლას.

„ჩვენი მიზანი მიღწეულია. საპროტესტო აქციით საზოგადოებას ვაჩვენეთ, როგორი გულგრილია ხელისუფლება. ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ვაგრძელებთ ბრძოლას“, – აცხადებს ბესიკ ქათამაძე.

ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციებისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ჩარჩოში. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ღურჯუმელიძე.