ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ოზურგეთის საკრებულოს შენობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი მოშიმშილე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტზე ჩაფხუტის მიმაგრებას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ერთ-ერთი მოშიმშილის თქმით, ოზურგეთის საკრებულოში არავინაა დაცული, რადგან შესაძლოა, ბესიკ ქათამაძის მსგავსად, მასზეც განახორციელონ თავდასხმა და ეს ჩაფხუტი აუცილებლად გამოადგება.