ოზურგეთის სასამართლომ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების" წევრს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ოზურგეთის სასამართლომ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების" წევრს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„ეს გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. ნაკლებად მძიმე დანაშაულია და არასამართლიანად მიმაჩნია 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს”,- აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.

საქმის პროკურორის, შოთა ჩხაიძის ინფორმაციით, გამორიცხული არაა გამოიკვეთოს სხვა პირთა ბრალეულობაც.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.