ოზურგეთში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ
ოზურგეთში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შიმშილობენ სასწრაფო გამოიძახეს. სამედიცინო დახმარება შალვა თავდიშვილს დასჭირდა, რომელიც მუდმივად მოშიმშილეებთან იმყოფება.

ექიმებმა დახმარება გაუწიეს ბესო ქათამაძესაც, რომელიც მეორე დღეა, შიმშილობს. ექიმების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ის არ წყვეტს შიმშილობას.

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა გუშინ დაიწყეს. ისინი ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.  ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.