ოსკარის მსვლელობისას 30-წამიანი რეკლამის განთავსება სამი მილიონი დოლარი ეღირება
ოსკარის მსვლელობის დროს 30-წამიანი რეკლამის განთავსება სამი მილიონი დოლარი ეღირება. ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს.
ამერიკის კინოაკადემია ოსკარს დღეს 90-ედ უმასპინძლებს.
შოუ ABC-ის ეთერში რვა საათს გაგრძელდება და არხმა მთელი სარეკლამო დრო გაყიდა. ყველაზე ნაკლები თანხა 30-წამიანი რეკლამის განთავსებაა, რომლის ღირებულებაც სამი მილიონია.
„ოსკარი ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუა. რეკლამის განთავსებაზე ათასობით შემოთავაზება თითქმის ერთი წლით ადრე მოდის. წელს ჩვენ საიუბილეო, 90-ე ოსკარს აღვნიშნავთ, შესაბამისად შოუ ბევრად გრანდიოზული და საინტერესოა“, -განაცხადა ჟურნალისტებთან არხის დირექტორმა.
ABC-ს ოსკარის გაშვების ლიცენზია 2028 წლამდე აქვს შეძენილი.