ოსკარის მსვლელობისას 30-წამიანი რეკლამის განთავსება სამი მილიონი დოლარი ეღირება
ოსკარის მსვლელობისას 30-წამიანი რეკლამის განთავსება სამი მილიონი დოლარი ეღირება

ოსკარის მსვლელობის დროს 30-წამიანი რეკლამის განთავსება სამი მილიონი დოლარი ეღირება. ინფორმაციას ამის შესახებ ABC ავრცელებს.

ამერიკის კინოაკადემია ოსკარს დღეს 90-ედ უმასპინძლებს.

შოუ ABC-ის ეთერში რვა საათს გაგრძელდება და არხმა მთელი სარეკლამო დრო გაყიდა. ყველაზე ნაკლები თანხა 30-წამიანი რეკლამის განთავსებაა, რომლის ღირებულებაც სამი მილიონია.

„ოსკარი ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუა. რეკლამის განთავსებაზე ათასობით შემოთავაზება თითქმის ერთი წლით ადრე მოდის. წელს ჩვენ საიუბილეო, 90-ე ოსკარს აღვნიშნავთ, შესაბამისად შოუ ბევრად გრანდიოზული და საინტერესოა“, -განაცხადა ჟურნალისტებთან არხის დირექტორმა.

ABC-ს ოსკარის გაშვების ლიცენზია 2028 წლამდე აქვს შეძენილი.