„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების ცერემონია ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა „ქუინმა“ გახსნა. სცენაზე „ქუინის“ ვოკალისტად ადამ ლამბერტი წარდგა.
მან კომპოზიციები ბრაინ მეისთან და „ქუინის“ სხვა ლეგენდარულ წევრებთან ერთად შეასრულა.
სცენაზე შესრულდა ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: We Are The Champions და We Will Rock You.
დარბაზში წარმოდგენილი საზოგადოება ჯგუფს ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.