„ოსკარის“ დაჯილდოება „ქუინმა“ გახსნა [ვიდეო]

„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების ცერემონია ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა „ქუინმა“ გახსნა. სცენაზე „ქუინის“ ვოკალისტად ადამ ლამბერტი წარდგა.

მან კომპოზიციები ბრაინ მეისთან და „ქუინის“ სხვა ლეგენდარულ წევრებთან ერთად შეასრულა.

სცენაზე შესრულდა ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: We Are The Champions და We Will Rock You.

დარბაზში წარმოდგენილი საზოგადოება ჯგუფს ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.