მსოფლიო მედიის, კინოსა და მოდის კრიტიკოსების ყურადღება ლოს ანჯელესისკენაა მიპყრობილი.
კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები, ტრადიციულად, 150-მეტრიან წითელ ხალიჩას გადიან.
ოსკარზე მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.
კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი ოსკარისთვის შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.