„ოსკარი 2018“ - კინოვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე [ფოტოამბავი]
„ოსკარი 2018“ - კინოვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე [ფოტოამბავი]

მსოფლიო მედიის, კინოსა და მოდის კრიტიკოსების ყურადღება ლოს ანჯელესისკენაა მიპყრობილი.

კინოს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები, ტრადიციულად, 150-მეტრიან წითელ ხალიჩას გადიან.

ოსკარზე მიწვეულ სტუმრებს ასობით რეპორტიორი და მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.

კაბები და კოსტიუმები, რომლებიც ვარსკვლავებმა წლევანდელი ოსკარისთვის შეარჩიეს, განხილვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება.