„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოების 77-წლიან ისტორიაში პირველად, საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში სამი ქალი წარადგინეს. ესენი არიან ემირალ ფენელი (თრილერისთვის Promising Young Woman) ქლოა ჩჟაო (დრამისთვის Nomadland) და რეჯნა კინგი ( ბიოგრაფიული კინოსურათისთვის One Night in Miami).

ფილმებს შორის ყველაზე მეტ ნომინაციაში წარადგინეს დევიდ ფინჩერის ფილმი Mank, ხოლო სერიალებს შორის ლიდერობს „ნეტფლიქსის“ The Crown.

ნომინანტებს შორის არის ასევე საშა ბარონ კოენი, რომელმაც კვლავ მოირგო ბორატის როლი და ოლივია კოლმანი, რომელმაც დედოფალი ელისაბედ მეორე განასახიერა.

„ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულია ასვე ანია ტეილრ-ჯოი, რომელიც „ნეტფლიქსისმინი სერიალ „დედოფლის გამბიტში“ შესრულებული როლისთვის გამოარჩიეს.

„ოქროს გლობუსს“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია გასცემს. ეს ჯილდო „ოსკარების“ შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ კინო თუ სატელევიზიო პრემიად ითვლება.

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულებს 28 თებერვალს დაასახელებენ. დაჯილდოების ცერემონია ვირტუალურ რეჟიმში აშშ-ის ორივე სანაპიროზე გაიმართება – ნიუ იორკში დაჯილდოებას თინა ფეი, ხოლო ლოს ანჯელესში ემი პოლერი წარუძღვებიან.