„ოქროს გლობუსის“ მთავარი გამარჯვებული ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალაუფლება“ გახდა
„ოქროს გლობუსის“ მთავარი გამარჯვებული ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალაუფლება“ გახდა

„ოქროს გლობუსის“ 79-ე დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული ოსკარის ლაურეატ ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალაუფლება“ გახდა. ის წლის საუკეთესო დრამატული კინოსურათი გახდა, ოქროს გლობუსი გადაეცა ფილმის რეჟისორს და ასევე მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ კოდი სმით-მაკფის.

წლის საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიის ნომინაციაში გაიმარჯვა სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდურმა ისტორიამ“, საუკეთესო სერიალად კი „მემკვიდრეობა“ დაასახელეს.

ოქროს გლობუსი დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის უილ სმითს გადასცეს.

წლის საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ ფილმში გახდა ნიკოლ კიდმანი, აარონ სორკინის ახალ ფილმში განსახიერებული პერსონაჟისთვის.

მიუზიკლსა ან კომედიაში შესრულებული ქალის როლისთვის დაჯილდოვდა დებიუტანტი რეიჩელ ზეგლერი, რომელიც „უესტდაიდურ ისტორიაში“ თამაშობს.

მიუზიკლსა ან კომედიაში განსახიერებული მამაკაცის როლისთვის დაჯილდოვდა ენდრიუ გარფილდი.

წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა დისნეის „ენკანტო“.

წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოვება ტრადიციული ცერემონიის, მსახიობების და სხვა ცნობილი სტუმრების გარეშე გაიმართა. ცერემონიალი 1979 წლიდან პირველად არ გადაიცემოდა სატელევიზიო ეთერში.