„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია იანვრის ნაცვლად 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია იანვრის ნაცვლად 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია კორონავირუსის გამო 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება. როგორც წესი პრემია იანვრის დასაწყისში გაიცემა ხოლმე. ორგანიზატორების განცხადებაში პანდემია ნახსენები არ არის, თუმცა ღონისძიების გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კორონავირუსია.

აშშ-ში ამჟამად კინოთეატრები დახურულია და ახალი კინოფილმების პრემიერა გადაიდო. ამას გარდა, პანდემიის გამო ბევრი კინოსტუდიის გადაღებების გრაფიკი შეიცვალა .

წელს კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის ფილმებიც, რომელთა პრემიერაც დანიშნული იყო, მაგრამ კარანტინის გამო მათი ნახვა მხოლოდ ონლაინკინოთეატრებში გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება ოსკარების გადაცემის ცერემონიას, თავდაპირველად ღონისძიება 28 თებერვალს იყო დანიშნული, მაგრამ ივნისის დასაწყისში ამერიკის კინოაკადემიამ ღონისძიება 2021 წლის 25 აპრილამდე გადადო.