„ბოჰემურმა რაფსოდიამ“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო - დაჯილდოების ყველა გამარჯვებული

პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76-ე ცერემონიას, რომლის გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ.

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა გახდა „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody).

ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა რემი მალეკმა დაიმსახურა „ოქროს გლობუსი“ კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში – დრამაში.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა გახდა გლენ ქლოუზი ფილმისთვის „ცოლი“ (The Wife).

„ოქროს გლობუსის“ მფლობელები ასევე გახდნენ:

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი, The Kominsky Method

საუკეთესო ანიმაცია – Spider-Man: Into the Spider-Verse

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში – რიჩარდ მადენი, Bodyguard

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა – The Americans

კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ბენ უიშოუ, A Very English Scandal

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია არკეტი, Escape at Dannemora

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – First Man

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Shallow, A Star Is Born

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​რეჯინა კინგი, If Beale Street Could Talk

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – სანდრა ო, Killing Eve

კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​მაჰერშალა ალი, Green Book

საუკეთესო სცენარი – Green Book

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია კლარკსონი, Sharp Objects

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – კრისტიან ბეილი, Vice

საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – Roma

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – დარენ კრისი, The Assassination of Gianni Versace: American Crime Story

მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი, Roma

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი, The Marvelous Mrs. Maisel

საუკეთესო კომედიური სერიალი – The Kominsky Method

საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი – The Assassination of Gianni Versace: American Crime Story

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – ოლივია კოლმენი, The Favourite

საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – Green Book

„ოქროს გლობუსის“ რიგით 76-ე ცერემონიის წამყვანები სანდრა ო და ენდი სამბერგი იყვნენ.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირველმა არხმა პირდაპირ ეთერში გააშუქა.