ომარ სახოკია - 7 ნოემბერს მქონდა იმედი დაკარგული, რადგან აფხაზებმა გვითხრეს, რატომ უნდა დაბრუნდეთ, ისე რომ მოგვექცეთ, როგორც თქვენ მოგექცნენო?
სოხუმელებო, სხვის იმედზე ნუ ხართ, ტელევიზორებთან ნუ წევხართ, ადექით, ჩაიცვით, არჩევნებზე წადით და სწორი არჩევანი გააკეთეთ – ამის შესახებ აფხაზეთიდან დევნილმა, ვეტერანმა ომარ სახოკიამ რუსთაველის გამზირზე, ღონისძიებაზე „მე ვიცავ თავისუფლებას“ განაცხადა.
სახოკიამ აღნიშნა, რომ ქართული სულითა და დროშით სოხუმში იბრძოდა და იმის თქმა რცხვენია, რომ თუ ქართველი ქალი ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს, მტერია.
„ნაცებო, მაპატიეთ, ქართულად ცუდად ვლაპარაკობ, რადგან დედით ბერძენი ვარ, მამით მეგრელი, სოხუმში გაზრდილი. იმ არაქართველს ვენაცვალე, ვინც ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აფხაზეთში ჩემს გვერდით იბრძოდა. საბჭოთა კავშირის დროს სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში ცხოვრობდა, მაგრამ მისმა ოჯახმა ქართული სული შეინახა. ქართულად ლაპარაკი მიჭირს, რუსულად ლაპარაკი მირჩევნია, რადგან უნივერსიტეტი რუსულად დავამთავრე, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, რომ სოხუმში დავბრუნდები. 7 ნოემბერს იმედი დაკარგული მქონდა, რადგან აფხაზებმა გვითხრეს, რატომ უნდა დაბრუნდეთ, ისე რომ მოგვექცეთ, როგორც თქვენ მოგექცნენო? – არა, აფხაზებო და ოსებო. სოხუმელებო, სხვის იმედზე ნუ ხართ, ტელევიზორებთან ნუ წევხართ, ადექით, ჩაიცვით, არჩევნებზე სპორტულებით წადით და სწორი არჩევანი გააკეთეთ“, – განაცხადა სახოკიამ.