მიხეილ სარჯველაძე - 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი არ არის, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველაფერი, რასაც დემოკრატია ემყარება
მიხეილ სარჯველაძე - 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი არ არის, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველაფერი, რასაც დემოკრატია ემყარება

2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი არ არის. საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და, პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც თანამედროვე დემოკრატია და მისი ღირებულებები ემყარება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს 7 ნოემბერი, რათა მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.

„ყველაფერი ერთ დღეს, პრაქტიკულად, ცოცხლად ვიხილეთ, რამდენად ბრუტალური შეიძლება, აღმოჩნდეს ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა და რომელმაც, პრაქტიკულად, წერტილი დაუსვა ყოველგვარ პერსპექტივას, შესაძლებლობას, დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო საქართველოში. უბრალოდ, შეუძლებელია, დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც დაატრიალა „იმედი“, 7 ნოემბერი. ალბათ ეს არის მთავარი რამ, რაც უნდა ითქვას, გვახსოვდეს, ახსოვდეს საზოგადოებას, რათა მსგავსი აღარასდროს დატრიალდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.