ირაკლი ქადაგიშვილი - 2007 წლის 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ იყო საქართველოს დარბევა საკუთარი ხელისუფლების მიერ
ირაკლი ქადაგიშვილი - 2007 წლის 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ იყო საქართველოს დარბევა საკუთარი ხელისუფლების მიერ

2007 წლის 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა მიტინგისა, რომელიც თავისი სისასტიკით ალბათ 9 აპრილის მოვლენების შემდეგ უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, 7 ნოემბერი იყო ალბათ ასეთი კრებსითი გამოხატულება იმისა, თუ რა ძალადობრივი რეჟიმი და ძალადობრივი მმართველობა დაამყარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც თითქოსდა მოვიდა დემოკრატიის სახელით.

„7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა მიტინგისა, რომელიც თავისი სისასტიკით ალბათ 9 აპრილის მოვლენების შემდეგ უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიაში და ეს იყო არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის დარბევა, არამედ იყო საქართველოს დარბევა საკუთარი ხელისუფლების მიერ და ამის შემდეგ ნამდვილად უკვე სრული დაღმასვლით წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.