გია ცაგარეიშვილი - დღემდე ვერ გავიგე, 2007 წლის 7 ნოემბერს რას ერჩოდა სააკაშვილი მშვიდობიან მოქალაქეებს, რატომ შეუსია ზონდერები, ასეთი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვენ მისი გულშემატკივრები
გია ცაგარეიშვილი - დღემდე ვერ გავიგე, 2007 წლის 7 ნოემბერს რას ერჩოდა სააკაშვილი მშვიდობიან მოქალაქეებს, რატომ შეუსია ზონდერები, ასეთი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვენ მისი გულშემატკივრები

დღემდე ვერ გავიგე, 2007 წლის 7 ნოემბერს რას ერჩოდა სააკაშვილი მშვიდობიან მოქალქეებს, რატომ შეუსია თავისი ავაზაკები და ზონდერები აქციის მონაწილეებს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით საქმეა აღძრული, მათ შორის სააკაშვილის მიმართ, რომელიც კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შემსწრე ვარ. გულწრფელად ვამბობ, არც მინდა ხოლმე იმ დღის და მომდევნო დღეების გახსენება, მაგრამ გონებიდან ვერ ამოშლი. იმ დღის ყოველი გაელვება მახსოვს და დღემდე ვერ გავიგე, რას ერჩოდა სააკაშვილი მშვიდობიან თანამოქალაქეებს, რატომ შეუსია თავისი ავაზაკები, ზონდერები აქციის მონაწილეებს დასარბევად, ხალხი ასე რატომ გაწირა სასტიკი დარბევისა და დასახიჩრებისთვის? ბევრი დასახიჩრდა, ბევრი ამ ავბედითი დღის შემდეგ დაიღუპა. ამ მოვლენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გმირს, კობა დავითაშვილს გაგახსენებთ, რომელიც 7 ნოემბერს შეეწირა. ადამიანი, რომელიც გაიტაცეს რიყის მოედნიდან, სასტიკად ცემეს და აწამეს. ეტყობა, ეგონათ, კვდებოდა, მომაკვდავი იყო ან უკვე მკვდარი და თბილისიდან გატაცებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ჭიშკართან გადმოაგდეს და ბედისწერით გადარჩა. შემდეგ მისი ცხოვრების ყოველი დღე იყო ტანჯვა-წამება და ამ ტანჯვა-წამებაში დალია სული. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი ნათელ-მირონები იყვნენ.

იმ დღეებში ჩვენ ერთ რამეს ვითხოვდით, თავისუფლებას და თავისუფალ არჩევანს. შემდეგ წამოვიდა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. პარლამენტის ნებართვის გარეშე გამოიყვანა შეიარაღებული ძალები. ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან და გოგავამ ერთად დაარღვიეს და იმ გენერალიტეტმა, ვინც  კეზერაშვილთან ერთად ზეპირი ბრძანება შეასრულა. ამისთვის არის სწორედ აღძრული საქმე, მათ შორის, ამისთვისაა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი და კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ასეთი ადამიანის გათავისუფლებას გვთხოვენ მისი გულშემატკივრები, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოენანიებინათ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.