ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე რომ ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე რომ ლაპარაკობს, ეს უბრალოდ სამარცხვინოა

სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ბრუტალური დარბევა მოაწყო. შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, შემდეგ მიიტაცა ტელევიზია კანონიერი მფლობელისგან, ბადრი პატარკაციშვილისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი  სასამართლო პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილზე ასე ლაპარაკობს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“.

„აქედან ჩანს, რომ სააკაშვილს შუბლის ძარღვი არ აქვს, საერთოდ მორალი არ აქვს, სამარცხვინოა მისი თითოეული განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.