რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამარხებზე ვრცელდება.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი 43 წლის რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეა. იგი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. ცხედარი აღმოაჩინა მამაკაცმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის წინასწარმა დათვალიერებამ ძალადობის კვალი არ გამოავლინა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.