ფინეთი ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და საქართველოს სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს
ფინეთი ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და საქართველოს სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს

ფინეთი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს და საქართველოს სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„ფინეთი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი სრულ მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.