ლატვიის საგარეო უწყება – ლატვია არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ლატვია არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ლატვიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ლატვია უკანონოდ მიიჩნევს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
🇱🇻 Latvia considers as illegal and does not recognize the so-called “presidential elections” held on 10 April in Georgia’s #Tskhinvali region occupied by Russia. Latvia supports the sovereignty & territorial integrity of #Georgia 🇬🇪 within its internationally recognized borders.
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) April 10, 2022