ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ე.წ. სანიტარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირებულია რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტი.

ანა გაგლოევას განცხადებით, კიდევ ხუთი პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა.

დეფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 84 შემთხვევა, აქედან 50 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.