ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ე.წ. სანიტარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, ორი ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან.

ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.

ანა გაგლოევას ინფორმაციით, გაუსლი 24 საათის განმავლობაში 49 ტესტი ჩატარდა.

დეფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში გამვლენილია „კოვიდ-19“-ის 78 შემთხვევა, აქედან 40 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.