ნორვეგიულ ბიატლონს კიდევ ერთი ლეგენდა დაემშვიდობა
ნორვეგიულ ბიატლონს კიდევ ერთი ლეგენდა დაემშვიდობა

ბიატლონში ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა ემილ-ჰეგლე სვენდსენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„მინდოდა, მომდევნო წელს მსოფლიოს თასზე გამოვსულიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, კარიერა ოლიმპიური თამაშების შემდეგ დამესრულებინა. მივხვდი, რომ დრო მოვიდა“, – განაცხადა სვენდსენმა.

32 წლის ნორვეგიელი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე მან ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. სვენდსენს მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის 12 ოქრო, ასევე 38-ჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ცოტა ხნის წინ, ასევე კარიერის დასრულების შესახებ კიდევ ერთმა ნორვეგიელმა ლეგენდამ – ოლე-ეინარ ბიორნდალენმა განაცხადა.