პეკინი 2022 | ესტაფეტა კაცებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT
პეკინი 2022 | ესტაფეტა კაცებში ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (კაცებში) ესტაფეტა 4*7.5 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ძლიერი ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მათმა ოთხმა წარმომადგენელმა – სტურლა ლეაგრეიდმა, ტარე ბომ, იოჰანეს ბომ და ვეტლე კრისტიანსენმა დისტანციაზე კარგად ირბინეს, სროლებიც სხვებზე უკეთესად შეასრულეს და ოქროს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.

მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული გუნდი გავიდა.

დღევანდელ ესტაფეტაში მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი. ისინი გამარჯვებულს 27.4 წამით ჩამორჩნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი გახდა. 16 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში ქალების ესტაფეტა 4*6კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.