იტალიაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშები გაიხსნება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
იტალიაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშები გაიხსნება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

იტალიაში, ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება – 23:00 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2026 წელს 50 წელი შესრულდა ზამთრის პარალიმპიური თამაშების დაწყებიდან. პირველ ტურნირს 1976 წელს შვედეთმა უმასპინძლა და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.

გახსნის ცერემონიაზე ტრადიციულად შესრულდება ოლიმპიური ცეცხლის ანთების რიტუალი. ცეცხლის ესტაფეტამ 2 000 კილომეტრი გაიარა. ის დიდ ბრიტანეთში, სტოკ მანდევილის საავადმყოფოში (პარალიმპიური მოძრაობის სამშობლოში) აინთო და იტალიის ხუთი ქალაქის გავლით ხვალ ვერონის არენაზე დაასრულებს გზას.

საქართველოს 2026 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე ორი სპორტსმენი წარმოადგენს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის ტრასაზე გავა, ხოლო ვალერიან ლომაია სნოუბორდში იასპარეზებს.

მილანისა და კორტინას ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დაიხურება.