პეკინი 2022 | ბიატლონი - ესტაფეტა ქალებში შვედეთის ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT
პეკინი 2022 | ბიატლონი - ესტაფეტა ქალებში შვედეთის ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (ქალებში) ესტაფეტა 4*6კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ძლიერი შვედეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ლინ პერსონმა, მონა ბრორსონმა, ჰანა ოებერგმა და ელვირა ოებერგმა დისტანციაზე კარგად ირბინეს, სროლებიც სხვებზე უკეთ შეასრულეს და ოქროს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.

დღევანდელ ესტაფეტაში მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი. ისინი გამარჯვებულს 12.0 წამით ჩამორჩნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გერმანიის ეროვნული გუნდი გახდა. 18 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში მას-სტარტი მამაკაცებში 15კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.