პეკინის ოლიმპიადაზე მას-სტარტი ქალებში ჟუსტინ ბრაისა-ბუშემ მოიგო #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე მას-სტარტი ქალებში ჟუსტინ ბრაისა-ბუშემ მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (ქალებში) მას-სტარტი 12.5 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ყველასთვის მოულოდნელად, ფრანგ ჟუსტინ ბრაისა-ბუშეს გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფი გავიდა, იგი ფრანგს 15.2 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელიც ასევე ნორვეგიელი – მარტე ოლსბუ-როისელანდი გახდა, რომლისთვისაც ეს მედალი ოლიმპიადაზე მეხუთე გახლდათ (სამი ოქრო, ორი ბრინჯაო).

პეკინის ოლიმპიადაზე დღეს თბილისის დროით 13:00 საათზე ბიატლონში მამაკაცებში მას-სტარტი 15 კმ-ზე გაიმართება, რომელიც მიმდინარე ოლიმპიადაზე ზამთრის სპორტული სახეობების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობის – ბიატლონის ტურნირის ბოლო რბოლა იქნება.

დატოვე კომენტარი