პეკინი 2022 | გამოდევნება კაცებში 12.5 კმ-ზე ფრანგმა ქვენტინ ფილონ მაიემ მოიგო #1TVSPORT
პეკინი 2022 | გამოდევნება კაცებში 12.5 კმ-ზე ფრანგმა ქვენტინ ფილონ მაიემ მოიგო #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (კაცებში) გამოდევნება 12.5 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა და ფრანგი სპორტსმენის, 2021/2022 წლების საერთო ჩათვლის ლიდერის, 30 წლის ქვენტინ ფილონ მაიეს გამარჯვებით დასრულდა. მან დისტანციაზეც კარგად ირბინა, ასევე 20 სროლიდან ყველა ზუსტად შეასრულა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.

ფრანგმა ბიატლონისტმა დღევანდელი წარმატებული გამოსვლით პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. იგი რამდენიმე დღის წინ გახდა ინდივიდუალური რბოლის (20კ-ზე) გამარჯვებული. ქვენტინ ფილონ მაიე პეკინის ოლიმპიადაზე ასევე შერეული ესტაფეტისა და სპრინტის რბოლის ვერცხლის მედალოსანია.

დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტარე ბო გავიდა. იგი გამარჯვებულს 28.6 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი რუსი ედუარდ ლატიპოვი გახდა. 13 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში ძალიან საინტერესო რბოლა – კაცების ესტაფეტა 4*7.5კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.