ნონა მამულაშვილი - საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას ვინც ძირს უთხრის და პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“
ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას უთხრის ძირს და ამ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება.
„ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები მთავრობაში, პარლამენტსა და სასამართლოში. ირაკლი კობახიძე არის რუპორი კრემლის პროპაგანდის და ის იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ. ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას უთხრის ძირს და ამ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“. დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება. შემთხვევითი არ არის, რომ შეხვედრები უქმდება და შემდეგ სახლში უვარდებიან იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“ შეხვედრა შედგა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები დაკეტილია და ასე სახლებში შევარდნა მოუწევთ. ირაკლი კობახიძეს ვეკითხები – რომელი ევროპარლამენტარი მოსწონს და რომელი არ არის „ნაცი“?, რადგან ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, იმ წამსვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ხდებიან, რაც სამარცხვინო ხდება, რადგან დასავლეთში ადამიანი აღარ დარჩა, ვინც „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებს და „ნაცობაზე“ ეპითეტი არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.