იაგო ხვიჩია - ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა კარგია, მე მესამე კითხვასაც ჩავამატებდი, დაიშალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“
იაგო ხვიჩია - ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივა კარგია, მე მესამე კითხვასაც ჩავამატებდი, დაიშალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“

პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივას დადებითად აფასებს.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, კითხვებში მესამე კითხვასაც ჩაამატებდა, დაიშალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“.

„კარგი ინიციატივაა, მე მესამე კითხვასაც ჩავამატებდი, დაიშალოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ბარემ ყველა კითხვაზე ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს პასუხი გაცემული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.