ნონა მამულაშვილი - არჩევნების შედეგები არ მაძლევს ქვეყნისთვის საჭირო პროცესის დაწყების იმედს, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე
ნონა მამულაშვილი - არჩევნების შედეგები არ მაძლევს ქვეყნისთვის საჭირო პროცესის დაწყების იმედს, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე

ვულოცავ ლევანს გამარჯვებას. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები არ აძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა. ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა, მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.