„ნიუსვიქი“ - აშშ-ის დაზვერვამ მიიღო შეტყობინება, რომ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა იგეგმებოდა
„ნიუსვიქი“ - აშშ-ის დაზვერვამ მიიღო შეტყობინება, რომ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა იგეგმებოდა

„ნიუსვიქის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ მიიღო შეტყობინება, რომ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა იგეგმებოდა. ჟურნალისტების ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის 66-ე ბრიგადის სამხედრო დაზვერვამ მიიღო.

აღნიშნულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდნენ გრაფენევერსა და დულმანში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები.

„წყარომ განაცხადა, რომ თავდასხმას უცნობი იორდანელი ექსტრემისტები გეგმავდნენ“, – წერს „ნიუსვიქი“.

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალებში „პოტენციური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს“, თუმცა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, „გარდაუვალი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს“.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები ჯარისკაცებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ.