„ნიუსვიქი“ – აშშ-ის დაზვერვამ მიიღო შეტყობინება, რომ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა იგეგმებოდა
„ნიუსვიქის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ მიიღო შეტყობინება, რომ გერმანიაში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა იგეგმებოდა. ჟურნალისტების ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის 66-ე ბრიგადის სამხედრო დაზვერვამ მიიღო.
აღნიშნულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდნენ გრაფენევერსა და დულმანში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები.
„წყარომ განაცხადა, რომ თავდასხმას უცნობი იორდანელი ექსტრემისტები გეგმავდნენ“, – წერს „ნიუსვიქი“.
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალებში „პოტენციური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს“, თუმცა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გერმანიის მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, „გარდაუვალი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს“.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები ჯარისკაცებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ.