აშშ-ის დაზვერვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებული მოხსნების დეკლასიფიცირებულ ვერსიას ამზადებს
აშშ-ის დაზვერვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებული მოხსნების დეკლასიფიცირებულ ვერსიას ამზადებს

აშშ-ის დაზვერვა „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებული მოხსნების დეკლასიფიცირებულ ვერსიას ამზადებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ანგარიშის დეკლასიფიცირებულ ვერსიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელს აშშ-ის დაზვერვის ანგარიშთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

აშშ-ის სპეცსამსახურებმა საიდუმლო დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულეს და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინეს. მანამდე გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ვერ შეძლო საბოლოოდ დაედგინა ვირუსი წარმოიშვა ლაბორატორიაში, თუ ცხოველებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავიდა.