„ნიუსვიქი“ - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიცერი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დივერსიების გაგრძელებას შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს
„ნიუსვიქი“ - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიცერი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ დივერსიების გაგრძელებას შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს

დივერსიულმა თავდასხმებმა და საზღვრისპირა ბრძოლებმა შექმნა სრულიად ახალი გართულება, უკრაინის მიერ დივერსიების გაგრძელებას შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიცერმა „ნიუსვიქთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები უკრაინაში იმყოფებიან, თუმცა, მისივე თქმით, სააგენტო ბოროტი განზრახვით არ მოქმედებს.

აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომელი ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს ფარული წესების შემუშავების ათწლეულების გამოცდილება აქვთ, რაც მოითხოვს სადაზვერვო სააგენტოს დიდ როლს: „როგორც ძირითადი მზვერავის, როგორც მომლაპარაკებლის, როგორც დაზვერვის მიმწოდებლის, როგორც ლოგისტიკის წარმმართველის და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სააგენტო ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ომი არ გამოვიდეს კონტროლიდან.“

„ნიუსვიქი“ წერს, რომ უკრაინის თავდასხმებმა ყირიმის ხიდზე, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებსა და კრემლზე, გააჩინა კითხვები აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთ მთავარ სადაზვერვო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით – საკმარისად იცოდნენ თუ არა, რას გეგმავენ უკრაინელები.

„აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყირიმის ხიდზე თავდასხმის შედეგად შეიტყო, რომ ზელენსკის ან არ ჰქონდა სრული კონტროლი საკუთარ სამხედროებზე, ან არ სურდა სცოდნოდა გარკვეული ქმედებების შესახებ“, – განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ოფიცერმა ინტერვიუში.