ნიუ იორკში, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა
ნიუ იორკში, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა

ნიუ იორკის ცენტრში აფეთქება მოხდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მანჰეტენზე, 4-ე ქუჩასა და მერვე ავენიუს კვეთაზე მოხდა, სადაც ავტობუსების ტერმინალი მდებარეობს.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ, დაშავებულია.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, დაზიანებები კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიიღო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფეთქების ხმა ავტოსადგურის მახლობლად გაისხმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილზე  გამნაღმველები, პოლიცია და საანგებო სამსახურები მუშაობენ. ახლომდებარე დაწესებულებიდან ევაკუირებულია ხალხი.