ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია.
შენობაში მყოფი ერთ-ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბეტონის ფილებს შორის რამდენიმე მანქანაა მოყოლილი.
სამაშველო ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, რადგან, პოლიციის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საშიშროება ამ დრომდე არის.
ნიუ იორკის მერიის ცნობით, ავტოსადგომის შენობა დაზიანებული იყო და ბზარები აღენიშნებოდა.