მანჰეტენზე ვერტმფრენის კატასტროფის ახალი დეტალები

07:17, 11.06.2019

ნიუ იორკის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ვერტმფრენი ავარიული დაშვების დროს ჩამოვარდა.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა ვერტმფრენის პილოტი. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე შეძლეს. გარდაცვლილი ტიმ მაკკორმაკია.

ავიაკ​ატასტროფის შედეგად, ცათამბჯენის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. მისი ლიკვიდაცია ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა შეძლეს.

ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზის დასადგენად სრულმასშტაბიანი გამოძიება დაწყებულია. ცნობილია, რომ ვერტმფრენი 34-ე ქუჩიდან აფრინდა და 11 წუთის შემდეგ ჩამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს ნიუ იორკში ძლიერი წვიმა და ნისლი, შესაბამისად დაბალი ხილვადობა იყო.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და ადგილზე მობილიზებულ გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი