მანჰეტენის ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი ჩამოვარდა [ფოტო/ვიდეო]

ნიუ იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. შემთხვევა მე-7 ავენიუზე მოხდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც ვერტმფრენს მართავდა.

ადგილზე სამაშველო,სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. რა გახდა ჩამოვარდნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ძლიერი წვიმა და დაბალი ხილვადობა იყო.