ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას დონალდ ტრამპი ეხმაურება
ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას დონალდ ტრამპი ეხმაურება

ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ადგილზე მობილიზებულ საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს გაწეული შესანიშნავი სამუშაოსთვის.

„მადლობა ყველაფრისთვის, რასაც 24/7/365 აკეთებთ!“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია მზად არის, ნებისმიერი დახმარების გასაწევად.

მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ვერტმფრენი ავარიულად დაშვების დროს ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა განიხილება ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის ვერსია.

მომხდარის შემდეგ, 54-სართულიანი შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 100-მდე სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.